მობილურის შეკეთების სერვისი თბილისში — ორენოვანი საიტი (ქართ./ინგ.), ცალკე გვერდი თითოეულ სერვისზე, დარეკვა და WhatsApp ერთი შეხებით.
სერვისი
ორი მკაფიო პაკეტი — ერთგვერდიანი საიტი და ბიზნეს საიტი — მზა დიზაინზე, ფიქსირებული ფასით და წინასწარ შეთანხმებული მოცულობით. დომენი, კონტენტი და საიტი შენია.
01 ფასები
ორივე ფასი ფიქსირებულია ქვემოთ აღწერილი მოცულობისთვის. რაც მოცულობის მიღმაა, წინასწარ ფასდება — „მერე გაძვირდა“ ჩვენთან არ ხდება.
| ერთგვერდიანი საიტი | ბიზნეს საიტი | |
|---|---|---|
| ფასი | ₾300 | ₾650 |
| გვერდები | 1 | 5-მდე |
| დიზაინი | მზა | მზა |
| ენა | 1 | 1 |
| ფორმა | 1 | 1 |
| საბაზისო on-page SEO | — | ✓ |
| შესწორების რაუნდები | 1 | 2 |
| ტიპური ვადა | 1–2 კვირა | 2–4 კვირა |
ფასში არ შედის: დომენი და ჰოსტინგი (შენს სახელზე, ~₾150–300/წელი), ტექსტების წერა, ფოტოგადაღება, პროფესიული თარგმანი. გაყიდვა ონლაინ გინდა? — ონლაინ მაღაზია (₾1,500-დან). საიტზე მეტი გჭირდება? — ინდივიდუალური პროგრამები. ყველა დამატება და ფასი — სერვისების გვერდზე.
02 პაკეტი · ₾300
ერთი გვერდი, რომელიც მთავარს ამბობს: ვინ ხარ, რას აკეთებ და როგორ დაგიკავშირდნენ. მცირე ბიზნესისთვის ან სპეციალისტისთვის, რომელსაც ერთი მთავარი სერვისი აქვს.
03 პაკეტი · ₾650
რამდენიმე სერვისი გაქვს, რომლებსაც ცალ-ცალკე ეძებენ? ბიზნეს საიტზე თითოეულს თავისი გვერდი აქვს — კლიენტსაც მეტს ეუბნები და ძებნაშიც უკეთ ჩანს.
04 პროცესი
ყოველ ეტაპზე იცი, რა ხდება და რა მოჰყვება. მოცულობის მიღმა სამუშაო ცალკე და წინასწარ ფასდება.
გვწერ, რა გჭირდება. გიპასუხებთ, რომელი პაკეტი გერგება, და გიგზავნით წერილობით შეთავაზებას: მოცულობა, ფასი, ვადა.
გვიგზავნი ტექსტებს, ფოტოებს და ლოგოს. სამუშაო 50%-იანი წინასწარი გადახდით იწყება; ვადის ათვლა მასალების მიღებიდან იწყება.
ვაწყობთ საიტს მზა დიზაინზე შენი მასალებით და ვამოწმებთ მობილურზე და კომპიუტერზე.
გიჩვენებთ საიტს და შენიშვნებს ვასწორებთ — პაკეტში შემავალი რაუნდების ფარგლებში.
დარჩენილი 50% ჩაბარებისას იხდება. საიტი შენს დომენზე ქვეყნდება და გადმოგცემთ წვდომებს. შემდგომ ცვლილებებს ჩვენ ვაკეთებთ.
05 მაგალითი
serviceroom.ge — ორენოვანი საიტი, სადაც თითოეულ სერვისს თავისი გვერდი აქვს და დარეკვა ან WhatsApp ერთი შეხებითაა. ბმული ცოცხალ საიტზე მიდის.
06 კითხვები
ერთგვერდიანი საიტი — ₾300, ბიზნეს საიტი 5 გვერდამდე — ₾650. ორივე ფიქსირებული ფასია ზემოთ აღწერილი მოცულობისთვის; დამატებები წინასწარ ფასდება. ონლაინ მაღაზია — ₾1,500-დან. ბაზრის ფასების მიმოხილვა — ცალკე სტატიაში.
ჩვეულებრივ: ერთგვერდიანი საიტი — 1–2 კვირა, ბიზნეს საიტი — 2–4 კვირა. ვადა ითვლება ყველა მასალის მიღებიდან და მოცულობასთან ერთად თანხმდება.
თუ ერთი მთავარი სერვისი გაქვს და მიზანი ზარები და შეტყობინებებია — ერთგვერდიანი საიტი საკმარისია. თუ რამდენიმე განსხვავებული სერვისი გაქვს, რომლებსაც ცალ-ცალკე ეძებენ Google-ში — ბიზნეს საიტი ჯობია, რადგან თითო სერვისს თავისი გვერდი ექნება. მოგვწერე და პირდაპირ გეტყვით, რომელი გჭირდება.
დიახ. პაკეტში ერთი ენაა; ყოველი დამატებითი ენა (მაგ. ინგლისური ან რუსული) ცალკე დამატებაა — ფასი შინაარსის მოცულობაზეა დამოკიდებული და წინასწარ თანხმდება.
ჩვენს საიტებს ადმინ პანელი არ აქვს, ამიტომ გაშვების შემდეგ ცვლილებებს ჩვენ ვაკეთებთ. მცირე ცვლილებები (ტექსტი, ფოტო, ფასი, კონტაქტი) დამატებითი სერვისია — ფასი შეთანხმებით; დიზაინის ან სტრუქტურის ცვლილება ცალკე, წინასწარ ფასდება. გამონაკლისი ონლაინ მაღაზიაა: პროდუქტებსა და შეკვეთებს ადმინ პანელიდან თავად მართავ.
არა. დომენი და ჰოსტინგი შენს სახელზე რეგისტრირდება და მათ საფასურს პირდაპირ პროვაიდერს უხდი (ჯამში, ჩვეულებრივ, ₾150–300/წელი). დაყენებასა და საიტთან დაკავშირებაში დაგეხმარებით — ეს ფასშია. ასე შენ რჩები მფლობელი.
ბიზნეს საიტში შედის საბაზისო on-page SEO-გამართვა: გვერდების სათაურები და აღწერები, სათაურების სტრუქტურა, სურათების alt-ტექსტი და sitemap. ეს საფუძველია და არა SEO-კამპანია — Google-ში პოზიციას ვერავინ დაგპირდება. არსებული საიტისთვის გვაქვს SEO აუდიტი.
დამოკიდებულია მდგომარეობაზე. თუ საიტი მუშაობს და მხოლოდ იერსახის განახლება სჭირდება — იხილე საიტის რედიზაინი. თუ ძველი საიტი მოძველებულია და გადაკეთება არ ღირს, ახალი საიტი ამ პაკეტებით ხშირად უფრო მარტივი და იაფია.
დიახ — ₾1,500-დან: ერთ გამოცდილ პლატფორმაზე, 10 პროდუქტამდე ჩვენ შევიტანთ და 1 ონლაინ გადახდის ინტეგრაციას ვაკეთებთ. ვრცლად — ონლაინ მაღაზიის გვერდზე.
არა. საიტს ტექსტური ლოგოთიც გავუშვებთ, ან ლოგოს დიზაინს დაამატებ — ₾250-დან (ვრცლად).
ზოგ შემთხვევაში კონსტრუქტორიც საკმარისია — და ამას პირდაპირ გეტყვით. გაითვალისწინე: ყოველთვიური გადასახადი წლების განმავლობაში, ქართული ტიპოგრაფიის ხარვეზები და ის, რომ საიტი რეალურად პლატფორმას „ეკუთვნის“. ჩვენი საიტი შენს დომენსა და ჰოსტინგზეა და მთლიანად შენია.
50% — სამუშაოს დაწყებისას, 50% — ჩაბარებისას, საბანკო გადარიცხვით. იურიდიულ პირებთან ვმუშაობთ ინვოისით.
გამოგვიგზავნე რაც გაქვს — საიტი, Facebook-გვერდი ან უბრალოდ ბიზნესის აღწერა. გეტყვით, რომელი პაკეტი გერგება, რა დაჯდება და რა ვადაში გაკეთდება.