სერვისი

უძრავი ქონების საიტის დამზადება

ერთი სააგენტოსთვის ან დეველოპერისთვის: განცხადებების საიტი ძებნით, ფილტრებით, გალერეებით და ადმინ პანელით — რომ შენი ობიექტები შენს საიტზე იყიდებოდეს და არა მხოლოდ სხვის პლატფორმაზე.

ინდივიდუალური ფასი მოცულობის მიხედვით — წერილობითი შეთავაზებით

01 ფუნქციები

რა შედის საიტში

  • განცხადებების კატალოგი — ბინები, სახლები, კომერციული ფართები
  • ძებნა და ფილტრები: ფასი, ოთახები, უბანი, ფართობი, ტიპი
  • ფოტოგალერეა თითო ობიექტზე
  • ობიექტის გვერდი დეტალებით
  • მოთხოვნის ფორმა და WhatsApp-ღილაკი
  • ადმინ პანელი — განცხადებებს თავად ამატებ და არედაქტირებ
  • ერთი ენა; დამატებითი ენა (მაგ. ინგლისური) — დამატებით

02 ვისთვის

ვისთვის მუშაობს ეს ფორმატი

უძრავი ქონების სააგენტო

საკუთარი კატალოგი საკუთარი ბრენდით — და არა მხოლოდ სხვის პლატფორმებზე გაფანტული განცხადებები.

დეველოპერი

პროექტის საიტი: ბინები და ფართები, ფასები, ფოტოები და მოთხოვნის ფორმა ერთ ადგილას.

მნიშვნელოვანი: ეს გვერდი ერთი კომპანიის საიტზეა. ღია პორტალი, სადაც ნებისმიერი მომხმარებელი დებს განცხადებას, ინდივიდუალური პროგრამაა — ვრცლად აქ.

03 კითხვები

ხშირი კითხვები

რა ღირს უძრავი ქონების საიტი?

ფასი ინდივიდუალურია: დამოკიდებულია განცხადებების რაოდენობაზე, ფილტრებზე, ენებზე და დამატებით ფუნქციებზე. მოგვწერე, რა გჭირდება — წერილობით შეთავაზებას გამოგიგზავნით, ზუსტი მოცულობითა და ფასით.

myhome.ge-ს მსგავს პორტალს აკეთებთ?

ეს გვერდი ერთი სააგენტოს ან დეველოპერის საიტზეა, სადაც მხოლოდ შენი განცხადებები იდება. ღია პორტალი, სადაც ბევრი დამოუკიდებელი გამყიდველი დებს განცხადებას, სხვა მასშტაბის პროექტია — ეს ინდივიდუალური პროგრამაა, ცალკე დაგეგმვით: ინდივიდუალური პროგრამები.

რამდენი განცხადების ატვირთვა შეიძლება?

განცხადებებს ადმინ პანელიდან თავად ამატებ. საწყისი შევსების მოცულობა — რამდენ ობიექტს ავიტანთ ჩვენ გაშვებისას — შეთავაზებაში იწერება.

ინგლისურ ენაზეც იმუშავებს?

დიახ — დამატებითი ენა ცალკე დამატებაა; ფასი შინაარსის მოცულობაზეა დამოკიდებული და წინასწარ თანხმდება.

გაქვს ობიექტები — გჭირდება საიტი

მოგვწერე, რამდენი განცხადება გაქვს და სად დებ ახლა — გეტყვით, რა მოცულობა გჭირდება, და ზუსტ ფასს წერილობით დავაფიქსირებთ.