სერვისი

საიტის რედიზაინი — ახალი დიზაინი არსებულ საიტს

საიტი გაქვს, მაგრამ მოძველდა: მობილურზე იშლება, ნელია ან ბიზნესს აღარ შეესაბამება? ვაკეთებთ საიტის განახლებას — ახალ დიზაინს, სისწრაფეს და მობილურ ვერსიას — ისე, რომ ძველი ბმულები არ დაიკარგოს.

ინდივიდუალური ფასი არსებული საიტის ნახვის შემდეგ — წერილობითი შეთავაზებით

01 რედიზაინი

როდის ღირს რედიზაინი

  • შინაარსი და სტრუქტურა ძირითადად სწორია — იერსახე მოძველდა
  • მობილურზე საიტი იშლება ან ძნელად იკითხება
  • საიტი ნელა იტვირთება
  • გინდა, რომ ძველი ბმულები და მისამართები შენარჩუნდეს

02 ახალი საიტი

როდის ჯობია ახლის აწყობა

  • პლატფორმა მიტოვებულია ან აღარ ახლდება
  • სტრუქტურა ბიზნესს აღარ შეესაბამება
  • გადაკეთება ახალ საიტზე ძვირი ჯდება

ასეთ შემთხვევაში ახალი საიტი ხშირად უფრო მარტივი და იაფია: საიტის დამზადება — ერთგვერდიანი ₾300, ბიზნეს საიტი ₾650.

03 რა შედის

რას მოიცავს რედიზაინი

ზუსტი მოცულობა არსებული საიტის ნახვის შემდეგ, წერილობით თანხმდება.

  • ახალი დიზაინი არსებული შინაარსისთვის
  • მობილურზე მორგებული ვერსია
  • სისწრაფის გაუმჯობესება: სურათები, მძიმე ეფექტები, ზედმეტი სკრიპტები
  • ძველი მისამართების შენარჩუნება ან 301-გადამისამართებები, რომ ბმულები არ გაწყდეს
  • ქართული ტიპოგრაფიის გამართვა
  • შესწორების რაუნდები — რაოდენობა შეთავაზებაში იწერება

04 ვებ დიზაინი

ოთხი პრინციპი, რომლითაც დიზაინს ვქმნით

დიზაინი შედეგისთვის

ყველა გვერდს ერთი კითხვით ვაფასებთ: აადვილებს თუ არა ის ვიზიტორის შემდეგ ნაბიჯს — ზარს, შეტყობინებას, შეკვეთას.

ჯერ მობილური

ვიზიტორების დიდი ნაწილი საიტს ტელეფონიდან ხსნის. ამიტომ დიზაინი ტელეფონის ეკრანიდან იწყება: მსხვილი ღილაკები, იკითხებადი ტექსტი, სწრაფი ჩატვირთვა.

ქართული ტიპოგრაფია

ბევრი შრიფტი ქართულ ასოებს ამახინჯებს. ვირჩევთ შრიფტებს, რომლებშიც მხედრული ისეთივე გამართული ჩანს, როგორც ლათინური — სათაურებში, ღილაკებზე, ყველგან.

სისწრაფე დიზაინის ნაწილია

ნელი საიტი ცუდი დიზაინია, რაც უნდა კარგად გამოიყურებოდეს. ვზღუდავთ მძიმე ეფექტებს და ვაოპტიმიზებთ სურათებს.

05 მაგალითები

ნამუშევრები

რამდენიმე მოქმედი პროექტი — შედეგს ცოცხლად ნახავ.

serviceroom.ge-ის მთავარი გვერდი — მობილურის შეკეთება თბილისში (დესკტოპის ვერსია)

კლიენტის პროექტი

მობილურის შეკეთების სერვისი თბილისში — ორენოვანი საიტი (ქართ./ინგ.), ცალკე გვერდი თითოეულ სერვისზე, დარეკვა და WhatsApp ერთი შეხებით.

serviceroom.ge — საიტის ნახვა

sisauri.com-ის მთავარი გვერდი — გიორგი სისაურის ქართული კალიგრაფია (დესკტოპის ვერსია)

კლიენტის პროექტი

კალიგრაფ გიორგი სისაურის პორტფოლიო — ორენოვანი საიტი (ინგ./ქართ.), თემატური გალერეები, ბიოგრაფია და პრესის გვერდი.

sisauri.com — საიტის ნახვა

zipshop.ge-ის მთავარი გვერდი — საჩუქრების ონლაინ მაღაზია (დესკტოპის ვერსია)

Zen Minds-ის პროექტი

საჩუქრებისა და გაჯეტების ონლაინ მაღაზია — ორენოვანი კატალოგი კატეგორიებით, ძებნა, კალათა, სასურველთა სია და ბლოგი.

zipshop.ge — საიტის ნახვა

ყველა ნამუშევარი

06 კითხვები

ხშირი კითხვები

რა ღირს საიტის რედიზაინი?

ფასი დამოკიდებულია გვერდების რაოდენობაზე, პლატფორმაზე და იმაზე, რისი შენარჩუნება ღირს — ამიტომ ჯერ არსებულ საიტს ვნახულობთ და წერილობით შეთავაზებას გიგზავნით. თუ ახალი საიტი უფრო მარტივი გამოდის: ერთგვერდიანი — ₾300, ბიზნეს საიტი — ₾650 (ვრცლად).

რედიზაინის შემდეგ Google-ში ხილვადობა დაიკარგება?

მიზანია, არ დაიკარგოს: ვინარჩუნებთ არსებულ მისამართებს ან ვაკეთებთ 301-გადამისამართებებს, რომ ძველი ბმულები არ გაწყდეს. Google-ში კონკრეტული პოზიციის გარანტიას კი ვერავინ მოგცემს.

მხოლოდ დიზაინის შეკვეთა შეიძლება, აწყობის გარეშე?

როგორც წესი, დიზაინსაც და აწყობასაც ერთად ვაკეთებთ — ასე საბოლოო საიტი ზუსტად ისეთია, როგორიც დამტკიცდა. გამონაკლისებზე მოგვწერე — განვიხილავთ.

ახალ დიზაინს დამტკიცებამდე ვნახავ?

კი. ჯერ მთავარი გვერდის ახალ ვერსიას ხედავ და შენიშვნებს გვიზიარებ; შესწორების რაუნდების რაოდენობა შეთავაზებაში იწერება.

ლოგოს განახლებაც შეგიძლიათ?

დიახ — ლოგოს დიზაინი ცალკე დამატებაა: ₾250-დან (ვრცლად).

გამოგვიგზავნე შენი საიტის ბმული

ვნახავთ, რისი შენარჩუნება ღირს და რა უნდა შეიცვალოს, და გეტყვით: რედიზაინი ჯობია თუ ახალი საიტი — და რა დაჯდება.