სერვისი

SEO აუდიტი ბიზნესისთვის — ჯერ დიაგნოზი, მერე გეგმა

საიტის დაწინაურება გამოცნობით არ ხდება. ვიწყებთ აუდიტით: ზუსტად ვიგებთ, რა აფერხებს შენი საიტის ხილვადობას Google-ში — და მიიღებ პრიორიტეტებად დალაგებულ დასკვნებს, თითოეულს მტკიცებულებით.

₾350 სრული აუდიტი · ფიქსირებული ფასი · 10 გვერდამდე · ტიპური ვადა: 5–7 სამუშაო დღე

01 რა შედის

SEO აუდიტი — ₾350

ფიქსირებული მოცულობა და ფასი. თუ ჯერ არ იცი, ღირს თუ არა სიღრმეში წასვლა, დაიწყე უფასო მოკლე შემოწმებით.

უფასო პირველადი შემოწმება

უფასო · ვალდებულების გარეშე

რას მოიცავს

  • საიტის სწრაფი დათვალიერება
  • ყველაზე თვალსაჩინო პრობლემები, რომლებიც ხილვადობას აფერხებს
  • მოკლე რჩევა: საიდან ჯობია დაწყება

რას არ მოიცავს

  • გვერდების დეტალური ტექნიკური შემოწმება
  • საკვანძო სიტყვების ანალიზი
  • წერილობითი ანგარიში და განხილვის ზარი
მოითხოვე უფასო შემოწმება

02 პროცესი

როგორ მიმდინარეობს აუდიტი — ოთხი ნაბიჯი

შედეგი მხოლოდ „ქულების“ სია კი არა, პრიორიტეტებად დალაგებული დასკვნებია, რომელთაც მტკიცებულება ახლავს.

  1. მოცულობის შეთანხმება

    ვთანხმდებით, რომელი გვერდები შემოწმდეს — 10-მდე. ჩვეულებრივ: მთავარი გვერდი და ის გვერდები, რომლებიდანაც კლიენტები უნდა მოდიოდნენ.

  2. ტექნიკური შემოწმება

    სისწრაფე, მობილური ვერსია, ინდექსაცია, სტრუქტურა, მეტამონაცემები, შეცდომები — ყველაფერი, რაც Google-ს ხელს უშლის საიტის სწორად წაკითხვაში.

  3. შინაარსი და საკვანძო სიტყვები

    რას ეძებს შენი მომხმარებელი ქართულად, რომელი გვერდი პასუხობს ამ ძიებებს და სად რჩება ღია ადგილები.

  4. დასკვნები და ზარი

    წერილობითი ანგარიში: დასკვნები პრიორიტეტის მიხედვით, თითოეული მტკიცებულებით. შემდეგ მოკლე ზარზე გავდივართ, რა გამოსწორდეს პირველ რიგში.

03 ნიმუში

როგორ გამოიყურება ანგარიში

ანგარიში ქართულადაა: ტექნიკური მხარე, შინაარსი და საკვანძო სიტყვები, ბოლოს კი დასკვნები პრიორიტეტის მიხედვით — თითოეული მტკიცებულებით.

04 ახალი საიტი

გეგმავ ახალ საიტს?

ბიზნეს საიტის პაკეტში საბაზისო on-page SEO-გამართვა უკვე შედის: სათაურები და აღწერები, სათაურების სტრუქტურა, სურათების alt-ტექსტი და sitemap.

ნახე საიტების პაკეტები და ფასები.

05 კითხვები

ხშირი კითხვები

რით განსხვავდება უფასო შემოწმება ₾350-იანი აუდიტისგან?

უფასო პირველადი შემოწმება მოკლე დათვალიერებაა: გეტყვით ყველაზე თვალსაჩინო პრობლემებს და საიდან ჯობია დაწყება. სრული აუდიტი (₾350, ფიქსირებული ფასი) მოიცავს 10 გვერდამდე ტექნიკურ და შინაარსობრივ შემოწმებას, წერილობით დასკვნებს მტკიცებულებებით და მოკლე განხილვის ზარს.

რა ღირს SEO აუდიტი?

₾350 — ფიქსირებული ფასი 10 გვერდამდე. შედეგი: პრიორიტეტებად დალაგებული დასკვნები მტკიცებულებებით. ნაპოვნის გასწორება შეგიძლია თავად გააკეთო ან ჩვენ დაგვავალო — სამუშაო ცალკე და წინასწარ ფასდება.

რამდენ ხანში გამოჩნდება შედეგი?

პატიოსნად: ტექნიკური გასწორებების ეფექტი ხშირად კვირებში ჩანს, კონკურენტულ სიტყვებზე წინსვლას კი თვეები სჭირდება. ვინც „ერთ თვეში პირველ გვერდს“ გპირდება, სიფრთხილით მოეკიდე.

იძლევით პოზიციების გარანტიას?

არა — Google-ის შედეგებს ვერავინ აკონტროლებს, და სერიოზული შემსრულებელი ამას არ დაგპირდება. ვმუშაობთ იმაზე, რაც შედეგზე რეალურად მოქმედებს: ტექნიკური საფუძველი და შინაარსი.

SEO შედის თქვენს აწყობილ საიტებში?

ბიზნეს საიტის პაკეტში შედის საბაზისო on-page SEO-გამართვა: სათაურები და აღწერები, სათაურების სტრუქტურა, სურათების alt-ტექსტი და sitemap. აუდიტი ძირითადად არსებული, სხვის მიერ აწყობილი საიტებისთვისაა ღირებული.

აუდიტის შემდეგ გასწორებასაც თქვენ გააკეთებთ?

შეგიძლია თავად გაასწორო (ანგარიში საკმარისად კონკრეტულია), ან ჩვენ დაგვავალო — სამუშაო ცალკე და წინასწარ ფასდება. თუ საიტს ახლიდან აწყობა სჭირდება, იხილე საიტის დამზადება. აუდიტის ღირებულება ამ შემთხვევაში სამუშაოს ფასში ითვლება.

გაიგე, რა აფერხებს შენს საიტს

გამოგვიგზავნე საიტის მისამართი და შეუკვეთე SEO აუდიტი — ან დავიწყოთ უფასო მოკლე შემოწმებით.