ხელსაწყო

დომენის შემოწმება — 30 დომენი ერთდროულად

ჩაწერე სასურველი სახელები — თითო ხაზზე ან მძიმით გამოყოფილი. დაბოლოების გარეშე დაწერილ სახელს .ge, .com.ge, .com, .net და .org-ზე შევამოწმებთ.

თითო ხაზზე ან მძიმით გამოყოფილი. მაგ.: mybusiness, mybusiness.ge

0 / 30 სახელი

01 როგორ მუშაობს

საიდან მოდის პასუხი

  • პასუხი პირდაპირ რეესტრიდან მოდის: .ge და .com.ge — nic.ge-ის WHOIS, .com და .net — Verisign, .org — Public Interest Registry.
  • „თავისუფალია“-ს მხოლოდ მაშინ ვწერთ, როცა რეესტრი ცალსახად გვპასუხობს, რომ დომენი რეგისტრირებული არაა. სხვა ნებისმიერ შემთხვევაში — „უცნობია“.
  • რეესტრებს ზედმეტად რომ არ დავტვირთოთ, შედეგები 10 წუთით ინახება, ხოლო ერთ საათში 10 შემოწმებამდე შეგიძლია.
  • დომენს ჩვენ არ ვყიდით: მას შენს სახელზე, რეგისტრატორთან არეგისტრირებ. თუ საიტს ჩვენ გავაკეთებთ, დაყენებაში დაგეხმარებით.

02 კითხვები

ხშირი კითხვები

რომელ დაბოლოებებს ამოწმებს ხელსაწყო?

.ge, .com.ge, .com, .net და .org. თუ სახელს დაბოლოების გარეშე ჩაწერ, ხუთივეზე შევამოწმებთ.

„თავისუფალია“ ნიშნავს, რომ დომენს აუცილებლად დავარეგისტრირებ?

არა ყოველთვის: ხელმისაწვდომობა საბოლოოდ მხოლოდ რეგისტრაციისას დასტურდება — ზოგი სახელი დაცულია ან რეესტრის წესებით შეზღუდულია.

რას ნიშნავს „უცნობია“?

რეესტრმა დროულად ან ცალსახად არ გვიპასუხა. ასეთ შემთხვევაში „თავისუფალს“ არასდროს ვწერთ — სცადე რამდენიმე წუთში.

ინახავთ ჩემ მიერ შემოწმებულ სახელებს?

შედეგები სერვერზე 10 წუთით ინახება, მერე იშლება. ლიმიტისთვის IP-მისამართს ვინახავთ მხოლოდ ჰეშირებული სახით, ერთი საათით. ანალიტიკაში დომენის სახელები არ იგზავნება — მხოლოდ შემოწმებული დომენების რაოდენობა, ისიც მხოლოდ შენი თანხმობით.

ქართული ასოებით დაწერილ სახელსაც ამოწმებს?

დიახ — ავტომატურად გადავიყვანთ ტექნიკურ (punycode) ფორმაში. თუმცა ასეთი სახელის რეგისტრაციის შესაძლებლობა რეესტრის წესებზეა დამოკიდებული, ამიტომ მას „თავისუფალს“ არ ვუწერთ — გადაამოწმე რეგისტრატორთან.